„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საეთერო დროის არათანაბარ განაწილებაზე საუბრობს. თამარ კორძაიას თქმით, უფასო პოლიტიკური დროის ეთერებშის განაწილება ხდება კანონის შეუსაბამოდ. საჩივრით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს. გარდა ამისა,მოძრაობამ ცესკო-ში საუბნო საარჩევნო კომისიის არჩევის წესთან დაკავშირებით 15 საჩივარი წარადგინა. პარტიის ლიდერების თქმით, აღნიშნული ასახავს 15 ოლქის კომისიის წევრების არანეიტრალურობას.