თამარ კორძაიას განცხადება

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელისუფლებასა და ცესკო-ს მიმართავს, არ გააყალბონ არჩევნები.

თამარ კორძაიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარში მყოფ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებზე გასცემს ცნობას, რომლის შინაარსის თანახმადაც, აღნიშნული ცნობა ეძლევათ საარჩევნო მიზნებისთვის იმის დასტურად, რომ საკარანტინო სივრცისა და სტაციონარის დატოვების შემდეგ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ.