ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე დღეს მეზობლები დაკითხეს. გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ბრალი მის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს წარედგინა. მკვლელობის გარდა გამოძიება ბრალდებულს დანაშაულის ჩადენას ექვს სხვადასხვა ეპიზოდზეც ედავება.