ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ISFED-ის შემაჯამებელ ანგარიშს ეხმაურება. თამარ ჟვანია აცხადებს, რომ უკვე დაზუსტებული შედეგები, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა, ცესკო-ს შედეგების სისწორეს ადასტურებს. „დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ, დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციასა და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას, – აცხადებს თამარ ჟვანია.