ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მზად არის, პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხი გასცეს.
თამარ ჟვანიამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.
ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციას რეაგირება არსებულ დარღვევებზე. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მათ ცესკო-სთან კითხვები არ აქვთ და ადგილი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას.
თამარ ჟვანია პარლამენტში 30 მაისს მივა.