ცესკოსა და სწავლების ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკოსა და სწავლების ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ოპერაციების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე. ასევე, ისაუბრა ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

თამარ ჟვანიამ აგრეთვე ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტური მართვის და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.