ეროვნული გალერეაში ემიგრანტი ქართველი მხატვრის – თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის გამოფენა გაიხსნა. კულტურის სამინისტრომ მხატვრის მემკვიდრეობა – მისი ნამუშევრები და პირადი არქივი შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადასცა.
ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, გრაფიკული ჩანახატები და ესკიზები, ასევე საარქივო ფოტოები. გამოფენა 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.