ცნობილი ქართველი ემიგრანტი მხატვრის შემოქმედება სამშობლოს უბრუნდება.
ხელოვნების სასახლის კოლექცია თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის უნიკალური ნამუშევრებით შეივსო. საფრანგეთიდან ჩამოტანილ ექსპონატებს შორის ფერწერულ ნახატებთან ერთად არის კრისტიან დიორის სახლისთვის შექმნილი ესკიზებიც, ასევე პირადი წერილები.
ნოე ჟორდანიას რძალი, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სან პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და პარიზული შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი იყო. საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა. ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი მოღვაწეობა ბრაზილიაში განაგრძო.
დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ გალერეაში 16 ნოემბერს გაიხსნება.