თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონ-პროექტი ჩავარდა, თუმცა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადება პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ იხსნება.

პროცესის დროებით შეჩერების მომხრეა თამარ ჩუგოშვილიც, რომელიც დეპუტატებს ალტერნატიულ ინიციატივას სთავაზობს. საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის კვოტით დანიშნული ხუთი წევრის გამოწვევაზე. ასეთ შემთხვევაში კი საბჭო მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.

მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი, ასევე ოპოზიცია შეთავაზებას ეთანხმებიან. თუმცა სადავო ხდება ერთი საკითხი: გამოსაწვევ ხუთ წევრს შორის ხვდება სასამართლო კორპუსის მიმართ კრიტიკული განცხადებებით ცნობილი ნაზი ჯანეზაშვილიც, რომლის საბჭოში ყოფნას ოპოზიცია აუცილებლად მიიჩნევს.