„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს, შესაბამისად, არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობს,- ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას.