თამარ ჩუგოშვილი: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არის შეუძლებელი

რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არის შეუძლებელი – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ის იმეორებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ უნდა გაძლიერდეს ჟენევის ფორმატი. ქართული ოცნების ოპონენტები კი, აცხადებენ, რომ პირდაპირი დიალოგზე გაკეთებულ განცხადებას უნდა მოყვეს აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება, სხვა შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებების გაძლიერებაზე საუბარი იქნება მოსახლეობის მოტყუება.