ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეებში ოპონენტების მხრიდან გახშირებულია შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც საბოლოოდ იწვევს მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებას.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ყველა მსგავს ფაქტზე კანონის ფარგლებში მოხდება სამართლებრივი რეაგირება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი გუნდის წევრი მოუწოდებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და თავი შეიკავონ დაპირისპირებაში ჩართვისგან.