პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი თქმით, მას აქვს გადამოწმებული ინფორმაცია უშიშროების სამსახურის თანამშრომლისგან, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჯერ მორალურად გაანადგურებენ, შემდეგ კი მისი ლიკვიდაცია მოხდება. თაკო ჩარკვიანი მიმართავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ელჩებს, დაუდგნენ გვერდში სააკაშვილს და მოითხოვონ, მისი გათავისუფლება.