ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების მიუხედევად, რუსეთმა „თალიბანის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მოსკოვის ფორმატის ფარგლებში რეგიონის ქვეყნებმა ავღანეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ რუსეთი რადიკალური დაჯგუფების კონტროლის ქვეშ გადასულ ქვეყანაში საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. „თალიბანისთვის“ რუსეთში სტუმრობა საერთაშორისო აღიარების მოპოვების შესაძლებლობად განიხილებოდა, თუმცა უარი მიიღო. ამის მიუხედავად, მოსკოვი მომავალში არ გამორიცხავს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობის დე-იურედ აღიარების საკითხი დააყენოს.