რეზონანსული საქმის ახალი ფიგურანტები.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული სამი პირი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის. კიდევ ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად აქვს წაყენებული. პროკურატურა თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაკავებულები კი ბრალს არ აღიარებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი. სწორედ მისი ნათესავია საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელსაც გამოძიება თაღლითური სქემისთვის შექმნილი კომპანია „მორგან-ლიმიტედის“ რეალურ მმართველად მიიჩნევს. ამავე საქმეზე ორი კვირის წინ ბრალდება კიდევ ექვს პირს წაუყენეს. გამოძიება დაზარალებულებად სამი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პენსიონრებსაც აცხადებს. საუბარია რამდენიმე მილიონიან ზარალზე.