თაღლითობის ბრალდებით დაკავებული შსს-ს თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს
გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის წინააღმდეგაც, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი, ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, ის მოქალაქეს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის 4000 ლარამდე თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა, ის თანხის ნაწილის გადაცემის პროცესში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.