სვიატოსლავ ვაკარჩუკი თბილისში

უკრაინელი მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი ქართველ მოხალისეებს მადლობას უხდის ომში დაზარალებული ხალხის დახმარებისათვის. როკ ჯგუფის სოლისტი ამბობს, რომ ქართველებისგან განსაკუთრებულ თანადგომასა და მხარდაჭერას გრძნობს. ვაკარჩუკი სასტუმროში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებსაც შეხვდა. ცნობისათვის, ფალიშვილის 60 ნომერში, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად გახსნილ ფართში, სადაც ტვირთი სამი თვის განმავლობაში გროვდებოდა, ორგანიზატორები უკრაინული კულტურის ცენტრის შექმნას გეგმავენ.