საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ კი მეუფე შიომ შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.