სვანეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები, ასევე ქართული მუნჯი კინოს ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. კინოფესტივალის საპატიო სტუმარი კი, კანის 75-ე ფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი, შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი იყო. კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ქალღმერთ დალის ქანდაკება საუკეთესო რეჟისურისთვის ქართველ კინორეჟისორს, თემურ ჩოფლიანს გადაეცა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვა საპრიზო კატეგორიებშიც.