„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა“ - სამეცნიერო კონფერენცია სვანეთში
„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“, -ასეთი იყო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემა, რომელსაც სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმმა უმასპინძლა. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც 30 წლის განმავლობაში მუზეუმის დირექტორი იყო. განსახილველ საკითხებს შორის იყო სვანეთის კულტურა, ეთნოგრაფია, ისტორია და არქეოლოგია.
თეა აბსარიძე დეტალებით მესტიიდან.