„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა“ - სამეცნიერო კონფერენცია სვანეთში
„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“ – ასეთია სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემა, რომელსაც სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. ის 30 წლის განმავლობაში მუზეუმის დირექტორი იყო. დღევანდელ კონფერენციაზე ასევე განიხილავენ სვანეთის კულტურას, ეთნოგრაფიას, ისტორიასა და არქეოლოგიას.