ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად ერთი პირი დააკავეს. პირველი არხის ინფორმაციით, ის ზაზა ხასაიაა. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ხასაია წლების წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, პირველი არხის ინფორმაციით, ხასიას მეუღლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. სუს-ში ადასტურებენ, რომ დაკავება იმ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, რომელიც ზუგდიდის ყოფილ მაღალჩინოსნებს და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ეხება.