ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ექსპერტებმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს “სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების” შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
სამდღიანი შეხვედრა რისკის შეფასებისა და რისკის მართვის სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი, რომელიც ამ კუთხით ევროპული სტანდარტებისა და საბაზისო მეთოდოლოგიის გაცნობას ისახავს მიზნად. საქართველოს სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის პრინციპების განხორციელება ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად ევალება.