სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღ „იმედში” დარღვევები ვერ აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღ „იმედში” დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
უწყების ცნობით, ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები სტანდარტებს შეესაბამება. იმ საკვები პროდუქტების სინჯები, რომლებიც ბავშვებმა გუშინ მიიღეს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი.
შედგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ბაგა-ბაღის სამივე აღსაზრდელი მესამე კლინიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ზუსტი დიაგნოზი ჯერ ცნობილი არ არის.
ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი, შესაძლოა, არა კვებითი ინტოქსიკაცია, არამედ ვირუსი ყოფილიყო.