„ერთიანი პოლიტიკური აქტივობის კომიტეტის“ შექმნასთან დაკავშირებით, სააკაშვილის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ინიციატივა არ აინტერესებთ და არც კომიტეტში გაერთიანებას აპირებენ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნების ყველა მცდელობა ამაოა და არსებულ პოლიტიკურ რეალობას ვერანაირი ინიციატივა ვერ შეცვლის.