„სუპერ პაკი“ - სააკაშვილის დავალება ოპოზიციას

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ერთიანი პოლიტიკური აქტივობის კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა. ინიციატივა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. „გირჩის“ წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაირკვეს, თუ რას მოიაზრებს სააკაშვილის მიერ დაინიცირებული „სუპერ-პაკი“.

პარტია „საქართველოსთვის“ კი მსგავს კომიტეტში გაწევრიანებას გამორიცხავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით, სააკაშვილის ინიციატივა შედეგის მომტანი ვერ იქნება.