ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა კინოში. ათეულობით სცენარი, რამდენიმე წიგნი და არაერთი საერთაშორისო ჯილდო. კინოდრამატურგი და მწერალი სულიკო ჟღენტი 95 წლის გახდებოდა. მისი შემოქმედება ისეთ ფილმებს აერთიანებს როგორიცაა – „ჯარისკაცის მამა“ , „ღიმილის ბიჭები“, „ფესვები“, „ნერგები“, „რაჭა ჩემი სიყვარული“.
სულიკო ჟღენტი 2000 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.