სუხიშვილების ევროპული ტური გრძელდება. პოლონეთის და ჩეხეთის შემდეგ, ქართული ნაციონალური ბალეტის შემოქმედებას უკრაინაში გაეცნობიან. ეს ანსამბლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული გასტროლებია, რადგან ანსამბლის ხელმძღვანელებსა და წევრებს ქალაქიდან ქალაქში გადასვლა თითქმის ყოველდღე უწევთ. ვარშავასა და პრაღაში სუხიშვილებს მოამბის გადამღები ჯგუფიც ახლდა.
კონცერტებმა, რომლებზეც ნაციონალურმა ბალეტმა შერეული პროგრამა წარმოადგინა, როგორც ყოველთვის, ანშლაგით ჩაიარა.