„არტეფაქტებისა“ და „ტრანსფორმაციის“ შემდეგ, ქართული ნაციონალური ბალეტი მაყურებელს კიდევ ერთ ახალ დადგმას სთავაზობს.
„ქარაბშა“, – ასე ჰქვია სუხიშვილების ახალ ქორეოგრაფიას, რომლის ხილვაც ასევე ღია სივრცეში, „თაკარაზე“ იქნება შესაძლებელი. თანამედროვე ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე შექმნილი ქორეოგრაფიული მოძრაობები და ტრადიციული ქართული ცეკვა ილიკო სუხიშვილმა ახალ პროექტში გააერთიანა. ახალი დადგმისთვის შეიქმნა ორიგინალური კოსტიუმებიც.
ქართულ ნაციონალურ ბალეტს, „ქარაბშას“ მაყურებელი „თაკარაზე“ 5-დან 12 აგვისტოს ჩათვლით იხილავს.