„სუხიშვილები“ ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. ევროპის ქვეყნებში ტურნეს დასრულების შემდეგ ნაციონალური ბალეტი საიუბილეო ორ კონცერტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს. მრავალფეროვანი პროგრამა ანსამბლის მთელ ისტორიას აერთიანებს და მას „სუხიშვილები“ სრული შემადგენლობით წარმოადგენენ.
ნაციონალური ბალეტის საუკეთესო ნომრები, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქორეოგრაფიიდან ახლა ქართულ აუდიტორიისთვის შესრულდება. სუხიშვილების კონცერტები ფილარმონიაში 30 ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება. ანსამბლი ქართული ცეკვის მოყვარულებს ზაფხულის სეზონზე კიდევ არაერთ სიურპრიზს უმზადებს.