კახეთს მეოთხედ მიენიჭა საქართველოში ყველაზე სუფთა რეგიონის სტატუსი.
სუფთა ქალაქის წოდება ლაგოდეხს, სუფთა ქუჩის კი თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩას მიენიჭა. აქედან გამომდინარე „სუფთა რეგიონის“ აღნიშვნის ღონისძიება თელავში გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის დასუფთავების სამსახურების მეეზოვეებს მადლობის სიგელები და ყვავილები გადასცეს. მეეზოვეები გაწეული სამუშაოსთვის ერთჯერად ფულად დახმარებასაც მიიღებენ.