ევროპის ჩემპიონატის საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები შესრულდება. ერთი გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევროა. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ასევე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.