სერიალი გადაღებულია ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის, „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით.
მოქმედება ვითარდება 1912 წლის თბილისში, თაქთაქიძეების ოჯახში, სადაც ეკატერინე თაქთაქიძისა და ნიკოლოზ კიკნაძის ნიშნობას ზეიმობენ. მოულოდნელად სახლში მოდის გამომძიებელი გაბრიელ კვირიკაძე, რომელიც ოჯახს ახალგაზრდა გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
მთავარ როლებში: ალეკო ბეგალიშვილი, ანასტასია ჯეირათი, დავით დარჩია, ეკა ნიჟარაძე, ვერონიკა კალანდარიშვილი, ოთარ აშკარელი, მარიამ ნადირაძე, ვაჟა გოდერძიშვილი