„სტუდფესტი 2024“-ის ფარგლებში მოხალისეობის კომპონენტის ბოლო საკონკურსო ღონისძიება გაიმართა. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებში მოეწყო პატრიოტიზმის თემატიკით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მაკეტების.
პროექტის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მოდერნიზაცია. „სტუდფესტი 2024“ განათლების სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. მასში წელს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.