დედაქალაქში აქცია ჯგუფი „დაიტოვეს“ ორგანიზებით გაიმართა. შეკრებილები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობაც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს, სადაც შენობაში შესვლას ითხოვდნენ. ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. მოგვიანებით ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა იქ ღამე გაათენა, დღეს კი განცხადება გავრცელდა. განცხადებაში სტუდენტები ლექტორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და პასუხს ითხოვენ – თუ რატომ ვერ ახერხებენ უნივერსიტეტში შესვლას.