ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. ღამე მათ შენობის შესასვლელში გაათენეს და ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება იქამდე, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევენ. მოთხოვნა პოლიტიკურია – სტუდენტები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში აცხადებს, რომ პროტესტი ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს. მისივე განცხადებით, აქციებში პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული სტუდენტები აქტიურობენ.