სტუდენტების აქცია თსუ-ში

სტუდენტების ნაწილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლას ემიჯნება.

ახალგაზრდების ჯგუფი ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოშია შეკრებილი და რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად აქციას მართავს. ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს, რომ მათ აქციაზე არ მივიდნენ და არ მოაწყონ პროვოკაციები.

„არა ძალადობას“, „რუსეთი ოკუპანტია“,- ასეთია აქციის მთავარი ლოზუნგები.