სადავო კანონის წინააღმდეგ სტუდენტები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. მათ მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს. მოთხოვნა უცვლელია: პარლამენტმა უკან გაიწვიოს მიღებული კანონი. მსვლელობით სტუდენტები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.