სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება
სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, თუმცა ეს რამდენიმე კვირაში მოხდება, რადგან საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. მანამდე კი, პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად მინისტრთა კაბინეტის წევრთა არსებული შემადგენლობა დღეს მოქმედი სამთავრობო სტრუქტურით წარდგება.
„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციების შედეგ მედიასთან პრემიერობის კანდიდატმა ისაუბრა.