დეპუტატებს შორის უთანხმოება მოჰყვა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვას.
სამინისტროების შემცირების გეგმაზე საუბრის დროს ძირითადად ერთი კითხვა ისმოდა – რა დანაზოგს ელის მთავრობა სამი სამინისტროს სხვა უწყებებთან გაერთიანების შედეგად და მოსალოდნელია თუ არა კადრების შემცირება. ოპოზიციის გარდა მცირე მთავრობის კონცეფციას მმართველი გუნდის ზოგიერთი დეპუტატიც სკეპტიკურად უყურებს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კომიტეტებმა 100-ზე მეტ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
ხვალ პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.