სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებულია.