სტრატეგიული პროექტი შავ ზღვაში

საქართველო, როგორც სატრანზიტო ჰაბი და ახალი პროექტის შეფასებები. ბუქარესტში გაფორმებული ისტორიული შეთანხმების შემდეგ, შავ ზღვაში 1200 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი სადენი უნდა განთავსდეს, რომლის მეშვეობითაც, აზერბაიჯანი საქართველოს გავლით, ელექტროენერგიას ევროპას მიაწვდის. შესაბამის დოკუმენტს ხელი ოთხი ქვეყნის ლიდერმა მოაწერა. პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს და ახალ პროექტს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დააახლოებს. კომენტარები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრშიც.