„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება - შეფასებები
„გამარჯვების პლატფორმა“ ასე ჰქვია „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას. როგორია მათი წინასაარჩევნო გეგმა. პარტიის ლიდერების განცხადებით, თანამშრომლობა საერთო სტრატეგიის ირგვლივ უკვე ოფიციალურად გაგრძელდება, თუმცა, ჯერ უცნობია საარჩევნო სიისა და თანამდებობებზე კონკრეტული პირების დასახელების საკითხი. ახალ პოლიტიკურ ალიანსში შემავალმა პარტიებმა ერთობლივად მუშაობის განაცხადი უკვე გააკეთეს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალ გაერთიანებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის ნაწილი ამ ერთობას სკეპტიკურად უყურებს და მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მსგავს პოლიტიკურ ალიანსს კონკურენტად არ მიიჩნევენ.