„სტრატეგია აღმაშენებლის“ ყრილობა

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ რიგით მეოთხე ყრილობა გამართა. ყრილობაზე განახლებული პოლიტიკური საბჭო დაამტკიცეს, პარტიის თავმჯდომარედ კი გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ აირჩიეს. პოლიტიკურ საბჭოს ორი ახალი წევრიც ჰყავს – მანანა ჯებაშვილი და გიორგი თევდორაძე. დღესვე შეკრებაზე განიხილეს პარტიის წესდებაში ცვლილებებიც.