გიორგი ვაშაძემ და პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს ქუთაისში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა და საზოგადოებას წინასაარჩევნო გეგმები გააცნო.
გიორგი ვაშაძის თქმით, სტრატეგია აღმაშენებლის გეგმაზე, რომელმაც ქვეყანა სიღარიბიდან უნდა გამოიყვანოს და გააერთიანოს, მისი გუნდი ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. მისივე თქმით, მათი გეგმა რეალურია და მის განხორციელებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაიწყებს.