ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და არჩევნებზე მისვლისკენ ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსით მოუწოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.
გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო მიმართვის დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზნებზე ისაუბრა და მაყურებელს ექსკავატორიდან მიმართა, რომელიც მისი განცხადებით, არის აღმშენებლობის სიმბოლო, რომლის გასაღები ამომრჩევლის ხელშია.