„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე,  გუნდთან ერთად, ბოლნისში მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი, ქვეყნის განვითარება და სიღარიბის დამარცხებაა.  პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ კორუფცია, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო აღარიბებს,  უნდა დასრულდეს.