„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოუწოდებს პრეზიდენტს, ცესკო-ს თავმჯდომარედ პარლამენტს ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს და მოხდეს კონსენსუსზე დაფუძნებული კონკურსანტების შეთავაზება. პარტიის შეფასებით, პრეზიდენტის ფორმალისტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ ამცირებს და პირიქით – ზრდის მის პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემისთვის.