„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბრიტანეთსა და ნორვეგიაში ვიზიტები შეაჯამა. გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესების გარდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სანქციების პოლიტიკა განიხილა. მისი განმარტებით, ბრიტანეთი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას აპირებს.