„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმა 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების 11-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.

გეგმა ითვალისწინებს საპარლამენტო დედაქალაქის ქუთაისში დაბრუნებას; ქალაქში  ინდუსტრიული პარკის გაშენებას, ტექნოლოგიების განვითარებას, ძველი ქუთაისის რეაბილიტაციასა და აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, როგორც ბიზნეს ცენტრის გაშენებას. სწრაფი სამგზავრო მატარებელი,  ბრენდული სასტუმროები ქუთაისში და სატვირთო აეროპორტის განვითარება, – ესეც სტრატეგია აღამაშენებლის გეგმის ნაწილია.  გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწორედ ამ იდეების ერთობლიობა უზრუნველყოფს ქუთაისის განვითარებას.